Thursday, March 3, 2016

ტრენინგის მეცხრე დღე . ანალიზი.

ჩვენი ტრენინგის სახელწოდებაა ინტელის სასწავლო კურსი.რაც აუცილებელი  ტრენინგია თითოეული მასწავლებლისთვის  .მე  ვფიქრობ ,რომ  პროექტებით  სწავლება მნიშვნელოვნად საინტერესო  იქნება მოსწავლეებისათვის .ჩვენ ტრენინგზე ეტაპობრივად ვისწავლეთ google-დან სურათების ძებნა და საქაღალდეში  გადატანა ,გავეცანით ოცდამეერთე  საუკუნის  მოსწავლის  უნარ ჩვევებს ,გავეცანიტ ჩეკლისტს თვითშეფასების ჩამონათვალს ,სიას. შევქმენით საქაღალდეები ავტვირთეთ პროექტის  პორტფოლიო  ბლოგზე, განვიხილეთ პროექტის დაგეგმვა კონკრეტულად განვსაზღვრეთ ჩვენ ჩვენი პროექტისათვის  შესაბამისი სტანდარტები. ვისაუბრეთ განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოვებულ  დასაჭიროების  მქონე მოსწავლეთა სწავლებაზე . განვიხილეთ  პრეზენტაციის  შეფასების  გეგმა,  შევქმენით ბუკლეტი, გავარჩიეთ ბლოგის  ინსტრუმენტები;link სათაურისა და დიზაინის შეცვლა ,ბლოგის  შექმნა დავხვეწეთ  და სრულყოფილი სახე მივეცით ბუკლეტს  .შევავსეთ სურათებით ,დავხვეწეთ პროექტის გეგმა. განვიხილეთ მიმართულების   მიმცემი საკვანძო  კითხვები .ასევე დიდი ინტერესი გამოიწვია გაჯეტის   დამატებითი  ელექტრონული ინფორმაციის  შესწავლამ .განვიხილეთ ბლუმის ტაქსონომიის ზმნების კლასიფიცირების  საკითხები  ცხრილის საშუალებით .ტრენინგი ინტელის სასწავლო კურსი ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლოა  მასწავლებლისთვის შემდგომი საქმიანობების წარმატებით  წარმართვისათვის . დიდი მადლობა ჩვენს  ტრენერს ქალბატონ  ქეთი ცერაძეს,რომ საფუძვლიანად  და გარკვევით  გვაწვდიდა  მასალას ტრენინგის მიმდინარეობისას.

No comments:

Post a Comment